მასტერკლასები

ყველაფერი- ცოტა უფრო მარტივად


ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ გთავაზობთ სხვადასხვა სახის, ღვინის, მაღალ ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარების მასტერკლასებს. სადაც თქვენ მიიღებთ პასუხებს, ძირითად შეკითხვებზე, თუ როგორ დააგემოვნოთ და შეაფასოთ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, როგორ შეუთავსოთ ღვინო საკვებს და ალკოჰოლური სასმელები სიგარას,როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად, რა არის სერვისი და ვინ არის სომელიე და ვიტოლიე. დააგემოვნებთ სხვადასხვა სასმელებს და შეხვდებით ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს.
ასევე მიიღებთ ინფორმაციას თუ როგორ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ღვინო, ალკოჰოლური სასმელი და სიგარა.
დაგეგმილი მასტერკლასების განრიგი იხილეთ სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ Facebook -ის გვერდზე.


ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ facebook-ზე