ღვინის მცოდნე

„ღვინის მცოდნე“
სერთიფიცირებული კურსი „ღვინის მცოდნე“, კურსის ხანგრძლივობა სამი თვე.
მიღება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული-შემოდგომა
გაზაფხულის კურსის დაწყების თარიღი 10-15 მარტი
შემოდგომის კურსის დაწყების თარიღი 15-20 სექტემბერი

ლექცია/სემინარები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოს 6 სთ-დან 9-სთ-მდე. 
წარჩინებულ კურს დამთავრებულებს გადაეცემათ „ ღვინის მცოდნე“-ს სერთიფიკატები.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან:

  1. ღვინის ისტორიას;
  2. მევენახეობის ისტორიას და გეოგრაფიას;
  3. თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების ზოგად ტექნოლოგიას;
  4. თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინის არომატებს;
  5. დეგუსტაციის საფუძვლებს
  6. გაივლიან თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინის დეგუსტაციას რეგიონების მიხედვით;
  7. ღვინის დაავადებებს;
  8. ღვინის შეფასებას;
  9. ცქრიალა ღვინოებს (თეორია და დეგუსტაცია);
  10. ყურძნისეულ მაღალალკოჰოლურ სასმელებს(თეორია და დეგუსტაცია);
  11. ღვინითა და მაღალალკოჰოლური სასმელებით მომსახურეობას (სერვის +);
  12. ვაზისა და ღვინის კანონს, ეტიკეტი, შეფუთვა;
  13. კულინარიის ისტორიას;
  14. კერძის და ღვინის შეხამებას.


ასევე განხორციელდება ოთხი ვიზიტი მცირე და მსხვილ მარნებში.
კურსის ღირებულება მოიცავს ყველა ხარჯს:  როგორც პრაქტიკული ლექციების უზრუნველყოფას სხვადასხვა სასმელით (60-მდე სახეობის სხვადასხვა ღვინოს და ყურძნისეულ მაღალალკოჰოლურ  სასმელებს) ასევე გასვლით ღონისძიებებს ოთხ სხვადასხვა მარანში.

ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ facebook-ზე